weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვთქვათ, გინდათ მოსვლა, მოგიშვებთ ხელისუფლებაში? ჩვენ გარეშე რას გააკეთებთ? – მეუფე იაკობი

16:27 ორშაბათი, 15 თებერვალი 2021

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, ხელახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, ეკლესია არც ხელისუფლებას დაუჭერს მხარს და არც დღეს მოქმედ მთავარ ოპოზიციურ ძალას.

„ვთქვათ, გინდათ მოსვლა, მოგიშვებთ ხელისუფლებაში? ჩვენს გარეშე რას გააკეთებთ? პირდაპირ გეუბნებით, რომელიმეს ავტორიტეტი აქვს თუ რა, ხალხს უყვარს თუ რა?

ხელახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, რა გგონიათ, მარტო ამ ძალებს დავტოვებთ? ჩვენ რომელიმე ძალას დავუჭერთ მხარს, ისეთს... მარტივად აგიხსნით ყველაფერს, პოლიტიკაში გათვლებიც რომ არ იციან – ხელისუფლებას ყოველთვის შეუძლია აიღოს სადღაც ხმების 30%-მდე (რესურსი იქნება თუ სხვადასხვა რაღაცები).

კარგად გადახედეთ, რამდენი ადამიანი დაგვიჭერს ჩვენ მხარს, თუ კონკრეტულ ძალაზე ჩამოვყალიბდით, ანუ მეორე ძალა, ახლა რომ არის მთავარი ოპოზიცია, აღარ იქნება მთავარი ოპოზიცია.

ჩვენ თუ ვინმეს დავუჭერთ მხარს, დღეს მოქმედს არავის. ჩვენ საქართველოს ასე უფსკრულში არავის გადავაჩეხინებთ“, – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

კითხვაზე, შეიცვლება თუ არა ეკლესიის ჩარევის გარეშე ხელისუფლება, მეუფე იაკობმა თქვა, რომ ოპოზიცია ხალხის გამომყვანი არ არის და ჯახირობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]